レバン・コビアシビリのインスタグラム(levankobiashvili) - 11月12日 00時09分


🇬🇪⚽️🙏 უკვე ერთი დღე დარჩა ისტორიულ მატჩამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელს, მწვრთნელს და თანამშრომელს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ისტორიას წერდა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს.

თუმცა მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ არცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის - ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამტებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო.
წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!

#ჩემიქვეყნისთვის!
#ჩემიგუნდისთვის!


[BIHAKUEN]UVシールド(UVShield)

>> 飲む日焼け止め!「UVシールド」を購入する

598

28

2020/11/12

レバン・コビアシビリを見た方におすすめの有名人